თბილისის აპოლინ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატრო აკადემია

    TBILISI STATE ACADEMY OF ARTS


29.04.2015

სარეკლამო სააგენტო BetterFly | DDB აცხადებს კონკურსს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისათვის


             
       
             
     

Brief-Academy

solarice logo

     

კონკურსი მიზნად ისახავს შეირჩეს 3 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც გაივლიან ანაზღაურებად ორთვიან სტაჟირებას სტაჟირება იქნება დასაქმების პერსპექტივით, პირველი ორი თვის განმავლობაში ანაზღაურება შეადგენს 300 ლარს, შტატში აყვანის შემთხვევაში კი ანაზღაურება გაიზრდება დიზაინერის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ასევე, კონკურსის გამარჯვებული სააგენტოსგან საჩუქრად მიიღებს Wacom pen tablet-ს.

მასალების გამოგზავნის ბოლო ვადაა 13 მაისი. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

• პირველ ეტაპზე მონაწილეებს მიეცემათ ბრიფი, სადაც დეტალურად არის

ახსნილი სააგენტოსგან მოცემული დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს ორი კვირის ვადაში და მითითებულ დღეს უნდა გაეგზავნოს სოფო გურასპაშვილს მეილზე: sopo.guraspashvili@betterfly.ge ნამუშევრები შეფასდება ოთხი კრიტერიუმით: კონცეფცია (იდეური ნაწილი), ტიპოგრაფია, კომპოზიცია, ტექნიკური შესრულების ხარისხი.

ნამუშევრების მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, სააგენტო დაასახელებს პირველი ტურის 10 გამარჯვებულს.

• მეორე ეტაპზე, პლაგიატის ან გარეშე პირის დახმარების გამოსარიცხად, ათივე კონკურსანტი ადგილზე მიიღებს დავალებას, მიეცემათ 3 სამუშაო საათი და მას სააგენტოს და აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ შეასრულებენ. მეორე ეტაპი გამოავლენს სააგენტოს სტაჟიორებს და მათ შორის Wacom pen tablet-ის მფლობელს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიის ნებისმიერი კურსის ნებისმიერ სტუდენტს, რომელთაც აქვთ კომპიუტერული პროგრამების (ილუსტრატორის, ფოტოშოპის) ბაზისური ცოდნა, რადგან ორივე ეტაპის დავალების შესრულება მოხდება გრაფიკულ პროგრამებში.

 

 
     
 

 
     
 
   
 

გვერდის დახურვა