თბილისის აპოლინ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატრო აკადემია

    TBILISI STATE ACADEMY OF ARTS


11.05.2015

თსსა აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

შემოქმედებითი კონკურსისათვის აბიტურიენტთა ონლაინ რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით აკადემიის ვებ. გვერდის მეშვეობით: www.art.edu.ge

აბიტურიენტი ვალდებულია რეგისტრაციამდე გადაიხადოს შემოქმედებითი კონკურსის საფასური 20 ლარი.

გთხოვთ, თანხის გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ:

   გამოცდის საფასური

   აბიტურიენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქეებისათვის) ან პასპორტის ნომერი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის)


თანხის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია:
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708917289

(რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის
ფაკულტეტის პროგრამებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტები არ გადიან შემოქმედებით კონკურსს, შესაბამისად არ იხდიან კონკურსის საფასურს 20 ლარს).

რეგისტრაციის გავლის შემდეგ თსსა საგამოცდო ოფისი ამოწმებს შემოქმედებითი კონკურსის საფასურის გადახდის ფაქტს. ის აბიტურიენტები, ვისაც არ ექნება თანხა გადახდილი არ დაიშვებიან შემოქმედებით კონკურსზე, რის შესახებაც მიიღებენ გაფრთხილებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

8 ივნისს თსსა ვებ.გვერდზე გამოქვეყნდება ელექტრონული (ავტომატური) კენჭისყრით დადგენილი აბიტურიენტთა სიები შემოქმედებითი კონკურსის კონკრეტული თარიღის და დროის მითითებით.
შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდება სამ ნაკადად 2015 წლის 15, 16 და 17 ივნისს სამხატვრო აკადემიის მაღლივ კორპუსში, მისამართი: ზუბალაშვილების ქ. N: 47.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
ტელ: +995-32 293 68 89  -  ელ-ფოსტა: nana.natsvlishvili@art.edu.ge


 

გადადით სარეგისტრაციო ფორმაზე

 

აბიტურიენტი ვალდებულია შემოქმედებით კონკურსზე დასაშვებად იქონიოს

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის ქსეროასლი.

 
 

სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2015 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის დებულება   

   
   
 
   
 

გვერდის დახურვა