თბილისის აპოლინ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატრო აკადემია

    TBILISI STATE ACADEMY OF ARTS


11.08.2016

რა ხდება აკადემიაში

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ 2015-16 სასწავლო წელს განხორციელებული ღონისძიებები (სექტემბერი 2015-ივლისი 2016)

ოქტომბერი 2015

1. 2015 წლის ოქტომბერი - თსს აკადემია მონაწილეობას იღებს კრეატიული ევროპის კულტურის პროგრამის ფარგლებში ფლორენციის უნივერსიტეტის, როგორც აპლიკანტის მიერ 7 ოქტომბერს წარდგენილ პროექტში „საკრალური ხელოვნებისა და ქრაფტის ვორქშოფები ევროპაში“ („Workshops of Sacred Art and Craftsmanship in Europe“). პროექტის კოორდინატორია - ფლორენციის საკრალური ხელოვნების სკოლა, პარტნიორები კი არიან: ვილნიუსის გიდიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტი-Vilnius Gediminas Technical University, ბოსნიის საერთაშორისო ფორუმი, პოლონეთის ქ. ლუბლინის ტექნიკური უნივერსიტეტი- Politechnika Lubelska, უნგრეთის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი - Eszterhazy KarolyUniversity of Applied Sciences, პოლონეთის ეკონომიკის უნივერსიტეტი-University of Economy in Bydgoszcz. თსსა აკადემია, როგორც სრული პარტნიორი, მონაწილეობას იღებს პროექტის კვლევითი ნაწილის მე-2 სამუშაო პაკეტით.

2. 2015 წლის ოქტომბერი - თსს აკადემიამ ხელი მოაწერა ერაზმუს+ კრედიტ-მობილობის ხელშეკრულებას რომის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან (Erasmus+ Programme, Key Action 1 – Mobility for learners and staff – Higher Education Student and Staff Mobility, Inter-institutional[1] agreement 2015-2021[2],Partner Country – Eastern Partnership Country regions 2 – GEORGIA). სახვითი ხელოვნების ფაკულტეტმა შეარჩია ერთი საბაკალავრო საფეხურის წარჩინებული სტუდენტი-დათა ნარგიზიშვილი და ერთი სამაგისტრო საფეხურის წარჩინებული სტუდენტი - ნათია ბენაშვილი, რომლებიც 2015/2016 სასწავლო წლის გაცვლითი ერაზმუს+ სტუდენტების სტატუსით ჩაირიცხნენ რომის სახვითი ხელოვნების აკადემიაში.

3. 30 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე ჩატარდა თანამედროვე ხელოვნების პროექტი ზემო ნიქოზში. პროექტის ორგანიზატორი იყო შვეიცარული ფონდი ”არტასი” ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტი და თსსა. პროექტს ხელმძღვანელობდნენ ციურიხისა და თსს აკადემიის პროფესორები, ხოლო მონაწილეობდნენ ორივე უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს მესამე პროექტია, რომელიც აღნიშნულ ფორმატში განხორციელდა (2012 - ხურვალეთი, 2014 - შავშვები).
4. აგვისტოში, ქალაქ დრეზდენში აკადემიის სტუდენტებმა გერმანელ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თსს აკადემიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „Palais Sommer“- ის ერთობლივი ერთთვიანი პროექტში „პლენერი ქალაქ დრეზდენში“.
9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ამ პროექტის გამარჯვებული სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა.

5. 15 ოქტომბერი, 14:00 -16:00 სთ თსსა რესტავრაცია/ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ნინო ჭოღოშვილის მოწვევით, აკადემიას ფონდის „BINZ39“ (http://www.binz39.ch/) წევრები სტუმრობენ. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯანი გარზოლი. ფონდი „BINZ39“ ორ წელიწადში ერთხელ მთელი მსოფლიოდან ახალგაზრდა მხატვრების და კურატორების წახალისებაზე მუშოაბს (სტუდიო, სტიპენდია, ფულადი მხარდაჭერა). მისი სათაო ოფისი განთავსებულია ციურიხში. ფონდის პირველადი მისია კი მხატვრული შემოქმედების ხელშეწყობაა. გარდა ამისა, ფონდი „BINZ39“ მრავალი წელია ინიციატორია გაცვლითი შემოქმედებითი პროექტებისა როგორც შვეიცარიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. როგორც ResArtis-ის (მხატვრების საერთაშორისო ქსელი) წევრი-დამფუძნებელი მხარს უჭერს და მსოფლიოში მის განვითარებაზე მუშაობს.
ამასთან დაკავშირებით, სამხატვრო აკადემიის „დიდი საგამოფენო დარბაზის“ (დახურულია სარემონტო სამუშაოების გამო) კოორდინაციით ახალი შენობის სამ სართულზე აკადემიის სტუდენტების და კურსდამთავრებულების ნამუშევრების (ფერწერა, ვიდეო, ობიექტი, ასამბლაჟი, ინსატალაციის დეტალები) შოუ-დათვალიერება მოეწყო. ასევე, მოეწყო Fest i Nova 2015 -ზე სამხატვრო აკადემიის სუდენტების პროექტის პრეზენტაცია.

6. თსს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „SSRULLI“ („Strengthening the Specific Role of Universities as LLL Institutions“ უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) ფარგლებში დაარსდა საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრი. პროექტის ფარგლებში ცენტრმა დაიწყო უფასო სასერტიფიკატო კურსების განხორციელება. პირველი კურსი - მხატვრული თექის შემსწავლელი კურსი, ჩატარდა 8-19 ოქტომბერს.

7. თსს აკადემიამ მონაწილეობა მიიღო 13-14 ოქტომბერს თსუ-ში გამართულ ტემპუსის პროექტის SSRULLI (Strengthening the Specific Role of Universities as Lifelong Learning Institutions)“ უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება“, მეორე საერთაშორისო კონფერენციაში. პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია და პარტნოირ უნივერსიტეტებში უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საუნივერსიტეტო სტრატეგიები და რეგიონალური რეკომენდაციები საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროექტ SSRULLI-ს პარტნიორებმა ევროპიდან, რეგიონებიდან, ასევე საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების განვითარების მიზნით ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით მიმდინარე ტემპუსის სხვა ორი პროექტის (LeAGUe, ARMAZEG) წარმომადგენლებმა.

8. 15 ოქტომბერი, თსს აკადემიაში მოეწყო აკადემიის სტუდენტების და კურსდამთავრებულების ნამუშევრების (ფერწერა, ვიდეო, ობიექტი, ასამბლაჟი, ინსატალაციის დეტალები) შოუ-დათვალიერება, ასევე, Fest i Nova 2015 -ზე სამხატვრო აკადემიის სუდენტების პროექტების პრეზენტაციები.

9. პეტერ მოენინგის ფონდისა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსის ფარგლებში "მომავალი თბილისი დღეს 2015", 17-18 ოქტომბერს ჩატარდა ვორკშოპი იმ სტუდენტებისათვის, ვინც პროექტი გარკვეულ დონემდე დაამუშავა და კონკრეტული რჩევის მიღება სურდა ცნობილი არქიტექტორებისგან. ვორკშოპის ფორმატი იყო საორიენტაციო სემინარი.
ვორკშოპში მიიღეს მონაწილეობა: პიტერ მოენიგმა, მარკუს ბარიმ, გია აბულაძემ, დავით აბულაძემ, ნაბილ აბი ჩაკრამ, დავით ჩიხლაძემ, დავით ნაკაშიძემ და სხვებმა.

10. 21 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ქარვასლა) მოეწყო თსს აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მიერ განხორციელებული პროექტის,,The body object - ecology of the art ‘’ („სხეულის ობიექტი, ხელოვნების ეკოლოგია“) შედეგად განხორციელებული ნამუშევრების გამოფენა.

11. 20 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჰიპ ჯგუფსა და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის. პროფესორ კლაუს ჰიპს მიენიჭა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

12. 24 ოქტმბერს ჩატარდა ყოველწლიური ფორუმი ,,მწვანე დღეები თბილისში”. ერთი კვირის მანძილზე სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ლანდშაფტური არქიტექტურის პედაგოგები და სტუდენტები მასპინძლობდნენ ფორუმის მონაწილეებს. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნებში ლანდშაფტის სფეროში მიმდინარე პროცესები, თანამედროვე ტენდენციები და მიღწევები. ასევე, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
ფორუმის ერთ-ერთი მოწვეული საპატიო სტუმარი საფრანგეთის ბაღებისა და პარკების ფონდის ვიცე-პრეზიდენტი პრინცესა მარი-სოლ დე ლა ტურ დ'ოვერნი იყო.

13. 31 ოქტომბერის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე ჩატარდა XXXII სტუდენტური კლაუზურა კონკურსი, თემა: “ჩემი ალტერნატივა”
კონკურსში მონაწილეობა მიიღო სტუ-ს და თსსა-ის 45 სტუდენტმა.
35 სტუდენტი სტუ-დან, 10 სტუდენტი თსსა-დან

14. არქიტექტურული პრემია 2015-ის სტუდენტურ ნომინაციაში სამი საუკეთესო ნამუშევარი შეირჩა:
• წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, დადიანისა და ფოცხვერაშვილის ქუჩებით შემოსაზღვრული გეგმარებითი ერთეულის ურბანული განვითარების კონცეფცია
თსსა არქიტექურის ფაკულტეტის ურბან არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამის დიპლომანტები: დავით შახბაზოვი, მამედ მამედოვი, გიორგი ბერეკაშვილი
ხელმძღვანელი: პროფესორები: ნანა ქუთათელაძე, ზურაბ ნემსაძე
• თბილისში, სამგორის რაიონში რკინიგზისა და ავტო-სადგურის კომპლექსი
თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომის დიპლომანტი: გიორგი ვარდანაშვილი
ხელმძღვანელი: გიგა ბათიაშვილი
• არქიტექტურული პრემია 2015-ს სიმბოლო მიენიჭა არქიტექურის ფაკულტეტის ურბან არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამის დიპლომანტს
ნიკა ბოჭორიშვილის:
2103. ქ. თბილისში საჯარო სარეკრეაციო-კულტურული სივრცე მდ.მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხელმძღვანელი: პროფესორები: ნანა ქუთათელაძე, ზურაბ ნემსაძე

ნოემბრერი 2015
15. 2 ნოემბერი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაიწყო გრიბოედოვის ქ. N22 არსებული ისტორიული შენობის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებენ თშშ აკადემიის სტუდენტები რესტავრაციისა და არქიტექტურის ფაკულტეტებიდან. რეაბილიტაცია ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით.

16. 3 ნოემბერი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბმა (Fab Lab.), სადაც წარმოდგენილია დანადგარები: ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC და სხვა. ჩაატარა პრეზენტაცია სტუდენტებისთვის.

17. 3 ნოემბერს თსს აკადემიის თანამედროვე ვიზუალური კულტურის კვლევის ცენტრმა უმასპინძლა იოზეფ ბოისის მოწაფეს, გერმანელ არტისტს, პეტერ მოენინგს, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:
"გლობალიზებული ხელოვნება - დღეს ყველა არტისტია"

18. 4 ნოემბერი, თსს აკადემიის შარდენის გალერეაში საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ მოაწყო ზაზა გეთანიშვილის და წეროვანის დევნილი ახალგაზრდობის მიერ შექმნილი ხეზე კვეთილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენა ჩატარდა ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „წეროვანი-ტრადიციული ხელოსნობის ცენტრი: ხეზე კვეთა დევნილი ახალგაზრდების დასაქმებისთვის“ ფარგლებში.

19. 5 ნოემბერი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიის შემოქმედებითი ევროპის ოფისის კულტურის ქვე-პროგრამის ხელმძღვანელმა ქეთევან შენგელიამ თსსა-ში ჩაატარა პრეზენტაცია შემოქმედებითი ევროპის (Creative Europe) კულტურის ქვე-პროგრამის პრირიტეტებისა და მიზნების შესახებ.

20. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს 7 ნოემბერს ჩაუტარდათ შუ კუბოს ვორკშოპი.
შუ კუბო - იაპონიის თანამედროვე ხელოვნების „კირიეს“ გამორჩეული მხატვარია.

21. 6 ნოემბერს, აკადემიას ესტუმრა საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშე კოლა კაბრიელი, ატაშე სამეცნიერო, საუნივერსიტეტო და ლინგვისტური თანამშრომლობის საკითხებში, და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი. საუბარი შედგა საფრანგეთის უნივერსიტეტებთან და აკადემიებთან ერასმუს+ მობილობის და საერთაშორისო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.

22. 6 ნოემბერს, აკადემიას ესტუმრა კლაუდიო დე ბიასი, რომის კოსტიუმისა და მოდის აკადემიის წარმომადგენელი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. შედგა მოლაპარაკება რომის კოსტიუმისა და მოდის აკადემიის რექტორისა და სხვა წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც შედგება დეკემბრის თვეში.

23. 8 ნოემბერი, ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელწმიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის და არტისტერიუმი 8/2015-ის კოლაბორაცია.
თსს აკადემიის შარდენის გალერეის გობელენის მუზეუმში ჩატარდა გამოფენა „კატალოგები“ საგამოძიებო ფოტოგრაფიის თანამედროვე ხელოვნებისა და სოციალური ფორუმის გზაჯვარედინზე შექმნილი ინოვაციური ფოტო გამოფენა ევროპის საზღვრების შესახებ.
წარმოდგენილი მასალა შეგროვდა საქართველოში, ლამპედუზაში, კვიპროსში, თურქეთ-სირიის საზღვარზე, ევროსის რეგიონში, უნგრეთში, სერბეთსა და კოსოვოში. ფოტოებს თან ახლდა ამ რეგიონებთან დაკავშირებული სხვადასხვა ისტორია თუ პერსპექტივა.

24. 10 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიას ეწვია და სტუდენტებთან ერთად შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

25. 13 ნოემბერს აზერბაიჯანის ნაციონალურ მუზეუმში, გაიმართა ორი მხატვრის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის გამოფენა.
ბატონ გია გუგუშვილს მიენიჭა აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება და ასევე აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის საპატიო წევრობა.

26. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, კატეგორიაში - სკულპტურა რელიგიური ტოლერანტობის თემაზე, გაიმარჯვა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ბაკალავრიატის, გრაფიკის მიმართულების, პლაკატის სახელოსნოს მესამე კურსის სტუდენტმა ირინე ორაგველიძემ. ხელმძღვანელი თამაზ ვარვარიძე
გამარჯვებული გამოცხადდა 16 ნოემბერს, (რელიგიური ტოლერანტობის მსოფლიო დღეს).
გამარჯვებული შეირჩა 17 კანდიდატში, მას გადაეცა ფულადი ჯილდო.

27. ქართული ხელოვნების მოყვარულის და მეცენატის პიერ ჰესლერის ფონდი უკვე მეექვსე წელია ეხმარება აკადემიას, კერძოდ სახვითი ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს. 17 ნოემბერს პიერ ჰესლერმა სტუდენტებს გადასცა სამუშაო მასალა - ტილოები, საღებავები ფუნჯები და ა.შ.
ფონდი შემდეგ ეტაპზე გამართავს კონკურსს,რომლის შედეგად 3 გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო.

28. თიბისი ბანკმა თსსა-ში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე საშუალება მისცა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების სასწავლო და შემოქმედებითი საგამოფენო პროექტების განხორციელებას ბანკის სათაო ოფისში და ასევე, რეგიონალური ფილიალების (სიღნაღი, ბათუმი, ქუთაისი) საგამოფენო სივრცეებში.20 ნოემბერს, 6 საათზე გაიმართა საპრეზენტაციო გამოფენა პროლოგი სახელწოდებით „გამოფენა N1“ და გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო სამხატვრო აკადემიის 20-მდე სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა.

29. 20-22 ნოემბერის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში „ქალები აშენებენ იქ, სადაც კავკასია ევროპას ხვდება...“ 20 ნოემბერს,თსსა არქიტექტურის ფაკულტეტზე ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა, გერმანელმა არქიტექტორმა დაგმარ ჯაგერმა წაიკითხა ლექცია თემაზე: წესები და მოთხოვნები წაყენებული მაგისტრებისადმი ევროპულ სივრცეში

30. 20 ნოემბერი, კონკურსი “მომავალი თბილისი დღეს 2015“ რომლის ორგანიზატორი მხარეებიც იყვნენ : ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი, Peter Moennig Foundation (Deutsche Stiftung privaten Rechts) და Tbilisi International Rotary Club-ი, დასრულდა. კონკურსი პირველ სექტემბერს გამოცხადდა. გამარჯვებული იდეის ავტორი 8 ნომინაციაში გამოვლინდა. 2 გრან-პრის მფლობელს 4 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო, დანარჩენ 6 ნომინაციაში გამარჯვებულ კონკურსანტებს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებმა.

კონკურსში მონაწილე არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები:
დავით გოშაძე, რუსუდან ტყემელაძე, თამარ გურგენიძე, მარიამ მარგველაშვილი, ფიქრია შალამბერიძე, ბექა გუჯეჯიანი, ნატო ბაზღაძე, ლუკა ჯაფარიძე. კონკურსის რვა საპრიზო ადგილიდან ხუთი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა დაიკავეს: ორო გრან-პრი და სამი საპრიზო ადგილი.
გამარჯვებული პროექტები:

ნომინაციაში - საზოგადოებრივი (საჯარო ) სივრცის კონცეფციის შექმნის საუკეთესო ნამუშევარისთვის - „პურის და იერუსალიმის მოედნების განვითარების კონცეფცია“

გრან-პრი და 4000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცა II კურსის მაგისტრანტს რუსუდან ტყემელაძეს.
ნომინაციაში - საუკეთესო ნამუშევრისათვის - გაუქმებული/ნანგრევი ადგილის განვითარების ხედვა -„ტურისტული საინფორმაციო ცენტრი კოტე აფხაზის ქუჩზე“

გრან-პრი და 4000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცა I კურსის მაგისტრანტს ფიქრია შალამბერიძეს.
ნომინაციაში - ფუნქციური დატვირთვის მეშვეობთ ტურისტული პოტენციალის ზრდის საუკეთესო ხედვა (გაუქმებული/ნანგრევი ადგილის განვითარების მიმართულებით ) - „თბილისის განვითარების თანმედროვე მუზეუმი“ - დიპლომი და ფასიანი საჩუქარი- პლანშეტი გადაეცა I კურსის მაგისტრანტს ნატო ბაზღაძეს.

„ნაქსოვი ქუჩა“ - დიპლომი და ფასიანი საჩუქარი - პლანშეტი გადაეცა თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის II კურსის დოქტორანტს ბაია სიხარულიძეს
ნომინაციაში - ურბანული განვითარების საუკეთესო იდეა : ვერცხლის ქუჩის განვითარების კონცეფცია - დიპლომი და ფასიანი საჩუქარი - მოგზაურობა სტამბოლში გადაეცა თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის II კურსის მაგისტრანტს ნინო ბარნაბიშვილსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის II კურსის მაგისტრანტს ანა რატიანს.

დეკემბერი 2015
31. 1დეკემბერს, თსს აკადემიაში, მედიახელოვნების ფაკულტეტზე, საჯარო ლექცია წაიკითხა, "National Geographic" - საქართველოს რედაქტორმა ლევან ბუთხუზმა თემაზე :"ფოტოგრაფია პუბლიკაციისთვის".

32. 2 დეკემბერს, თსს აკადემიაში გაიმართა ბელგიელი პროფესორის მარკ ლინენის ლექცია თემაზე „კულტურული ტურიზმი“.

33. 3 დეკემბერი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საინტერესო შეხვედრა შედგა ქართული ხელოვნებით, კულტურული მემკვიდრეობით და რესტავრაციის საკითხებით დაინტერესებულ უფროსკლასელებთან

34. „L’ARTIGIANO IN FIERA” - ქ. მილანში, 3-15 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა საიუბილეო რიგით მე-20 საერთაშორისო საშობაო გამოფენა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიამ „ლურჯი სუფრა“ თავის ნამუშევრები წარადგინა.10 დღის განმავლობაში ტრადიციულ ქართულ ლურჯ სუფრასთან ერთად გამოფენაზე ამავე მოტივებზე შექმნილი - მინანქრის ნამუშევრები იყო გამოფენილი.

35. 4 დეკემბერს, არქიტექტურის ფაკულტეტზე პოლონელმა არქიტექტორებმა ტუდენტებისთვის ჩაატარეს პრეზენტაცია “სოციალური არქიტექტურა”.
პოლონელი არქიტექტორების ჯგუფი BudCud და საზოგადოებრივი ორგანიზაცია Salony Foundation წარმომადგენლები ვორქშოფის ფარგლებში „ღია ეზოები“ გააზიარეს საკუთარი გამოცდილება თელავში მიმდინარე პროექტის „ღვინის პარკის“ მაგალითზე, რომელიც რეგიონალური განვითარების კომპლექსური ინიციატივაა, ხორციელდება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

36. 8-10 ნოემბერს, თბილისის სამხატვრო აკადემიას საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა რომის მოდისა და კოსტუმის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თანამფლობელი ფურიო ფრანჩინი. ბატონმა ფრანჩინიმ ჩაატარა პრეზენტაცია რომის მოდისა და კოსტუმის აკადემიის შესახებ, დაათვალიერა თბილისის სახელმწიფო აკადემია, ესტუმრა მოდის დიზაინის მიმართულების ლაბორატორიებს და დაესწრო სტუდენტების მოდების ჩვენებას. მან ასევე მოინახულა აკადემიის მე-2 კორპუსი (ნიკოლაძე), სადაც გაეცნო თეატრისა და კონოს მიმართულების სტუდენტების ნამუშევრებს და დაესწრო სამხატვრო აკადემიის თოჯინების თეატრის წარმოდგენას.

37. Erasmus+ credit mobility პროგრამის ფარგლებში დამყარდა ურთიერთობა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შორის. ლიხტენშტაინის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მიერ შეირჩევა წელიწადში 3 სტუდენტი და სრულად დაფინანსდება მათი სწავლა უნივერსიტეტში ერთი სემესტრის ( 6 თვის) განმავლობაში. თსსა-ში გამოცხადდა კონკურსი. საბუთები წარმოადგინა სულ 4 სტუდენტმა. მათი საბუთები, შეთანხმების შესაბამისად, გაიგზავნა ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში.3 დეკემბერს ლიხტენშტაინიდან მიღებული იყო დასტური 2 სტუდენტზე, რომლებიც მომავალი სემესტრიდან გაემგზავრებიან სასწავლებლად, ხოლო ამ გაცვლითი პროგრამის დინამიკის შესანარჩუნებლად 1 სტუდენტი გაემგზავრება მომავალი სასწავლო წლიდან.

38. 22 დეკემბერი, რუსთავერლის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში ცატარდა თსსა-ს სტუდენტების სპექტაკლი „Liberty“.

2016 წელი
იანვარი 2016

39. 20 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ატაშე საქართველოში, ბატონი დემიენ ვომპლერი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საგანმანათლებლო / პროფესიული პროგრამების კოორდინატორები: ბატონი გიორგი გაბუნია და ქალბატონი თამარ რთველიაშვილი.
შეხვედრის მიზანი იყო აშშ საელჩოს კულტურული, საგანმანათლებლო, პროფესიული, აკადემიური და საინფორმაციო პროგრამების თსს აკადემიაში პრეზენტირება.

40. ერაზმუს + ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები:

- ლატვიის კულტურის აკადემიის, კულტურის კოლეჯი - LKA Latvijas Kultūras koledžas / Latvian College of Culture at LAC (www.kulturaskoledza.lv)
• გაფორმდა სტუდენტთა მობილობის ხელშეკრულება
• შედგა შეთანხმება აკადემიური პერსონალის 5 დღიანი მობილობის შესახებ "განათება არქიტეტურაში"-ის სპეციალობაზე: 18-22 აპრილს გაემგზავრება ამ სპეციალობის ხელმძღვანელი, პროფესორი თემო ჯორჯაძე.
• შედგა შეთანხმება აკადემიური პერსონალის 5 დღიანი მობილობის შესახებ მოდის დიზაინის მიმართულების 2 პროფესორისთვის

- ესტონეთის ხელოვნების აკადემია - Estonian Academy of Arts (www.artun.ee)
შედგა შეთანხმება აკადემიური პერსონალის 5 დღიანი მობილობის შესახებ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისთვის: ივნისში გაემგზავრება რექტორი, პროფესორი გ. გუგუშვილი და არქიტექტურის ფაკულტეტის, ინტერიერის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლაშა ჩლაიძე

- ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლა - Likhtenshtein University, (https://www.uni.li/en/topics/topic-architecture), სტუდენტთა მობილობის ხელშეკრულების ფარგლებში გაემგზავრა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო კურსის 2 სტუდენტისამხატვრო აკადემია და ლიხტენშტაინის უნივერსიტეტი (University of Liechtenstein) ERASMUS + International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიღებას ერთსემესტრიან სწავლებაზე ლიხტენშტაინის სამეფოში. პროგრამის ფარგლებში გაგზავნილი სტუდენტისთვის გამოყოფილი იქნება სტიპენდია.
სტუდენტის არჩევა მოხდება ლიხტენშტაინთან ერთად კონკურსის პრინციპით.

- მალიორკის ბალეარის კუნძულების ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლა, ესპანეთი, Escola d’Art i Superior de Disseny de les Illes Balears, (http://www.escoladisseny.com) - სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეკრულება

- ვილნიუსის დიზაინის კოლეჯი - Vilnius College of Design (http://www.dizainokolegija.lt/en/about-us/college/why-vcd), სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეკრულება

- სოფიის ხელოვნების ეროვნული აკადემია, ბულგარეთი - National Academy of Art (www.nha.bg) - სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეკრულება

- მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი - Politecnico Milano (http://www.polimi.it/en)
• მიმდინარეობს კურიკულუმის განვითარების პროექტი არქიტექტურის ფაკულტეტთან - Action 2: Cooperation for Innovation and the Exchange of Good Practices Capacity Building in the field of Higher Education “Network for Education&Training in architecture, engineering and environment: BIM digital applications - NET@BIM”
• მიმდინარეობს კურიკულუმის განვითარების პროექტი რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტთან - „EACEA's Program: Capacity Building in the field of higher Education - Joint Projects • JP Curriculum Development“, საქართველოს მხრიდან კონსორციუმში ასევე ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბათუმის უნივერსიტეტი

თებერვალი 2016
41. 15 თებერვალს, სამხატვრო აკადემიას ბატონი რაგნარ სილი ესტუმრა. ევროკავშირის ექსპერთა ჯგუფის თანა-თავმჯდომარე და ევროპული კრეატიული ინდუსტრიების ალიანსის პოლიტიკის შემსწავლელი პლატფორმის წევრი. ბატონი რაგნარის სტუმრობის მიზანი გახლდათ თსს აკადემიაში ესაუბრა კრეატიული ეკონომიკის პრინციპებზე, მის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, კულტურაზე, როგორც ეკონომიკურად მომგებიან პრდუქტზე, აქსელერატორებსა და ინკუბატორებზე, სტარტაპების მნიშვნელობაზე და სხვ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თსს აკადემიის რექტორი, სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ევროკავშირის ექსპერტები, გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები, ეკონომიკის სფეროს მოწვეული ექსპერტები, გალერისტები, კურატორები, კულტურის პოლიტიკის ექსპერტი და საკითხით დაინტერესებული პირები.

მარტი 2016
42. 3 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ მოაწყო ერთობლივი საქველმოქმედო გამოფენა „მხატვრები სიცოცხლისათვის“

43. 5 მარტს, ვაკის პარკში, ვიდეოთეკაში გაიმართა ქალთა დღისადმი მიძღვნილი გამოფენა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით.
ხელმძღვანელები: გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, თამარ მალაზონია, თამაზ ვარვარიძე, სოფო კინწურაშვილი, ნინო მგალობლიშვილი.
სტუდენტების რამოდენიმე ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ქეთი მატაბელის პროექტიდან „ჩვენ ვხედავთ და ვქმნით თითებით“, რომლებიც აღქმადია უსინათლოებისათვის.

44. 6-13 მარტს იტალიაში ქალაქ ფლორენციაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის რეგულარული კალენდრის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ვორქშოფი - ქალაქის იდენტობის და კულტურის კვლევა: ისტორიული ურბანული ქსოვილი და თანამედროვე გარემო.

45. 12-13-14 მარტს ფლორენციაში, დელ ბიანკოს ფონდის ეგიდით ჩატარდა ექსპერტთა მე-18 გენერალური ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კონფერენცია "ინტერკულტურული დიალოგი-განათლება, კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური და არამატერიალური ძეგლები, კულტურული ტურიზმი". კონფერენციის სხვადასხვა სესიებში მონაწილეობა მიიღეს თსს აკადემიის რექტორმა, პროფესორმა გია გუგუშვილმა (თემა "აკადემიის ისტორიული შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორც ინტერკულტურული დიალოგის საუკეთესო მაგალითი") და კანცლერმა კახა ტრაპაიძემ (თემა "მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის იმპლემენტაციის პრობლემები საქართველოში")

46. 17,18 მარტს თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის და არქიტექტურის ფაკულტეტების მოწვევით სეპტის უნივერსიტეტის პროფესორმა მეგალ არიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემებზე: თემატური სივრცეები ინდურ არქიტექტურაში და წყლის სივრცითი განზომილება.

47. 18 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თინა კლდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა ,,კალეიდოსკოპი“.

48. 22 მარტს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საჯარო ლექციების ფარგლებში ესტუმრა ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ბატონი ოლივერ რაისნერი.

თსს აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში მან წაიკითხა ლექცია “სივრცე და იდენტობა კავკასიაში”, რომლის ფარგლებშიც განიხილა მემკვიდრეობის იდეა.

49. დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოცხადა კონკურსი ლაგოდეხის ნაკრძალში. კონკურსის პირობების პრეზენტაცია გაიმართა 22 მარტს .
შიდა საკონკურსო შერჩევით სტუდენტები გაემგზავრებიან ლაგოდეხის ნაკრძალში, სადაც იცხოვრებენ და იმუშავებენ. მგზავრობის, ცხოვრების და მასალის თანხა იქნება სრულად ანაზღაურებული.
გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ ფულად პრემიებსა და სხვადასხვა ტურებს.

50. 25 მარტი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ენერგოეფექტურობის და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების სასწავლო აუდიტორია იხსნება. სასწავლო აუდიტორია შეიქმნა ოთხმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც შპს „ნოვას“, თურქულ კომპანია „იზოჯამს“, ექსპერტთა კავშირი „მდგრადი ენერგია და გარემო“–ს და „თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის“ 2014 წლის 5 ნოემბერს გაფორმდა.

51. 29 მარტი, თსს აკადემიაში შედგა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეხვედრა თსს აკადემიის სტუდენტებთან.

52. 31 მარტს, ხუთშაბათს თსს აკადემიას ესტუმრება აშშ კულტურის ატაშე საქართველოში, ბატონი დამიან ვამპლერი. ბატონი დამიანი სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრებს გრაფიკული ნოველის ისტორიაზე და კომიქსების შექმნის შესაძლებლობებზე. იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა გრაფიკული ნოველა და მისი წამოწყების როგორი შესაძლებლობებია საქართველოში.

აპრილი 2016
53. 3-7 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი და სამუშაო ჯგუფი ვიზიტით იყოფებოდა ბილკენთის უნივერსიტეტში. ვიზიტი განპირობებული იყო ორი მიმართულებით. პირველი მიმართულება: თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების თაობაზე. ამ მიმართულების ფარგლებში გაიმართა რექტორ გია გუგუშვილის საჯარო ლექცია (Theme: Georgian art in post-Soviet space"), თამაზ ვარვარიძის ლექცია-ვორქშოპი (Theme: Visual codes of a poster) დავით ალექსიძის ორდღიანი ვორქშოპი (Title: "Composition variations" ) .
მეორე მიმართულება: გამოფენა „Different Vision”. მხატვრები: გ. გუგუშვილი, დ.ალექსიძე, თ. ვარვარიძე. კურატორი:ალექსანდრა გაბუნია.

54. 5 აპრილს გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების თაობაზე ბილკენთის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბილკენთის უნივერსიტეტის რექტორმა აბდულაჰ ატალარმა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვულმა.

55. 6 აპრილს არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩატარდა საქართველოში ლიხტენშტაინის უნივერსიტეტის კეთილი ნების ელჩის გიორგი ქურდიანის პრეზენტაცია - "სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში" (სრული დაფინანსებით).

56. 18-23 აპრილი, წელს თსს აკადემიაში დაიწყო სასწავლო პროექტის „შემეცნებითი გაზაფხული“ -ს განხორციელება. პროექტი გულისხმობს საველე გასვლებს ძეგლებზე. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტთა ჯგუფები ხუთივე ფაკულტეტიდან გაემგზავრა თბილისის ახლომდებარე რეგიონებში, მოინახულეს ძეგლები, შექმნეს ესკიზები, ჩაატარეს ფოტოსესიები.

57. 19 აპრილს, თსსა-ში ჩატარდა ჩეხი ფოტოგრაფის, კარელ ცუდლინის მასტერკლასი სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისათვის.
კარელ ცუდლინი დაიბადა 1960 წელს პრაღაში.თანამშრომლობს ჩეხეთის წამყვან საგამომცემლო სახლებთან. ასწავლის პრაღის კინოსა და თეატრის აკადემიაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 40 ზე მეტ ჯგუფურ გამოფენაში ევროპასა და ა.შ.შ-ში
17ჯერ მოიპოვა გამარჯვება ჩეხეთის ყოველწლიურ ფოტო დაჯილდოვებაზე. ასევე 2008 წელს მოიპოვა ჯილდო Revolver Revue- სგან.

58. 21 აპრილი 4 მაისი მედიახელოვნების ფაკულტეტის ხუთმა სტუდენტებმა პოლონეთში ქალაქ პოზნანში მიიღეს მონაწილეობა საერთაშორიშო ვორწშოფში „ კონტესტაცია’’ .ხელმძღვანელი გიორგი დარჩიაშვილი.
59. 27 აპრილი-1 მაისი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსს, მაია ყიფიანს, მიენიჭა Cumulus Plus -ის გრანტი, რათა წარედგინა თსს აკადემია როგორც Cumulus Plus-ის ახალი წევრი და მონაწილეობა მიეღო "Cumulus Plus"-ის კონფერენციის სესიებში ნოტინჰემში ბრიტანეთი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ევროპის 100-მდე სახელოვნებო უნივერსიტეტმა.

60. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ლატვიის კულტურის აკადემიის კულტურის კოლეჯს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში 25-29 აპრილს არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი თემურ ჯორჯაძე იმყოფებოდა ლატვიაში, სადაც ლატვიის კულტურის კოლეჯის სტუდენტებს წაუკითხა ლექციების ციკლი "განათება აქრიტექტურულ დიზაინში"

61. 28 აპრილი - 4 მაისი, ტექსტილისა და გობელენის მუზეუმში მოეწყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების III კურსის სტუდენტების გამოფენა "დაუმთავრებელი ნამუშევრები". პროექტის ავტორი: გია ხუციშვილი

მაისი 2016
62. 5 მაისი. თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტმა და კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გააფორმა ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იმ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტეტბთან, რომლებიც შედიან „დოქტორანტთა და სადოქტორო საფეხურის ახალკურსდამთავრებულთა საერთაშორისო კონფერენციის“ საორგანიზაციო კომიტეტში, კერძოდ: ლუბლიანას უნივერსიტეტი, რიეკას უნივერსიტეტი და სპლიტის უნივერსიტეტი. აღნიშნული ურთიერთამანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს 2017 წელს „დოქტორანტთა და სადოქტორო საფეხურის ახალკურსდამთავრებულთა მე-4 საერთაშორისო კონფერენციის“ საქართველოში ორგანიზებას
63. 10-15 მაისს ქ.მადრიდში გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დღეები, რომელიც მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს:
მადრიდში, პალაცო სანტა ბარბარას სასახლეში გამოიფინა გამოჩენილი ესპანელი მხატვრის აუგუსტო-ფერერ დალმაოს და ქართველი მხატვრის გიორგი გეგეჭკორის ერთობლივი ფერწერული ტრიპტიხი. ასევე, გაიმართა ქართული და ესპანური საბრძოლო იარაღების ერთობლივი გამოფენა.
მადრიდში გაემგზავრა თსს აკადემიის ორი ფაკულტეტის: სახვითი ხელოვნების და დიზაინის ფაკულტეტის 7 სტუდენტი. სტუდენტები გაეცნენ მადრიდის ხელოვნების აკადემიაში დანერგილ ხატვის მეთოდოლოგიას, დახვეწეს თავიანთი აკადემიური ხატვის უნარებს, შექმნეს დიდი ესპანელი მხატვრების ნამუშევრების ასლები, რომლებიც საბრძოლო თამატიკაზე შექმნილ სტუდენტურ ნამუშევრებთან ერთად გამოიფინა პალაცო სანტა ბარბარას სასახლეში. დაბრუნების შემდეგ საანგარიშო გამოფენა ჩატარდა თბილისში.
გაფორმდება მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და მადრიდის აკადემიას შორის.
პროექტი დააფინანსა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ.
64. 20 მაისი,თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტმა ჩაატარა სტუდენტური კონფერენცია.
65. 16 მაისი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ამერიკის საელჩოს, კერძოდ კულტურის ატაშეს, ბ-ნი დემიენ ვომპლერის ინიციატივითა და თსს აკადემიის რექტორის ბ-ნი გიორგი გუგუშვილის ხელშეწყობით, ჩატარდა ამერიკელი კომიქსებისა და გრაფიკული ნოველების ავტორის ბ-ნი ვენ ჯენსენის შეხვედრა აკადემიის სტუდენტებთან. თბილისის სამხატვრო აკადემია მაქსიმალურად უწყობს ხელს მისი სტუდენტების ჩართულობას ახალი ქართული კომიქსის შექმნის პროცესში, რომელიც აშშ საელჩოსა და კულტურის ატაშეს, ბ-ნი დემიენ ვომპლერის ინიციატივით მიმდინარეობს. ამავე პროგრამის ფარგლებში აკადემიაში სტუმრობისას ბ-მა დემიენ ვომპლერმა დაანონსა სან დიეგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული "კომიქს არტისტებისა და მწერლების კონკურსი".
4 გამარჯვებულიდან ორი, თსს აკადემიის სტუდენტია: რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ აღდგომელაშვილი და მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გაგა თურმანიშვილი. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა არა ერთი უორქშოფი რომელშიც თსს აკადემიის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა, უორქშოფს უძღვებოდა ქართული კომიქსის "ამირანი" შემქმნელი ბ-ნი ნიკოლოზ ხომასურიძე.

66. თსს აკადემიას ესტუმრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მეუღლე
ვაჰიდეჰ მასოუმი, რომელიც თვითონ წარმოადგენს ირანის დიპლომატ ქალთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტს.
სტუმრებმა დაათვალიერეს თსს აკადემიის ისტორიული ნაგებობა და ირანული დარბაზები, შედგა მოლაპარაკებასარკეებიანი დარბაზების კონსერვაციაში ირანელი კონსულტანტების შესაძლო ჩართვის თაობაზე.

67. 17 მაისს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მუზეუმში გაიხსნა თბილისი აპ. ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუნის საგანძურის გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შინაარსისა და დროის თვალსაზრისით სამი განსხვავებული სეგმეტი: XIX ს. მე-2 ნახ. - XX ს. 20 - 50 იანი წწ. ფერწერა, XX ს. 50 - 60 - იანი წწ. ფაიფურისა და მინის მხატვრული დამუშავების ნიმუშები, ბრინჯაო - ადრერკინის ხანის არქეოლოგიური არტეფაქტები, მოპოვებული აკადემიის თანამშრომლებისა და სტუდენტების მონაწილეობით განხორციელებული ექსპედიციების მიერ.
გამოფენის გახსნის შემდგომ გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გადაწყდა, რომ მომზადდება ყვარლის მუნიციპალიტეტის, ილიას მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის ერთობლივი პროგრამა: 1. მომავალ, 2017 წელს - ყვარელში დაფუძნდება შემოქმედებითი საზაფხულო ბანაკი, ყვარლის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისა და აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის; 2. მუნიციპალიტეტის, ილიას მუზეუმისა და აკადემიის ერთობლივი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებისა და ხელთქმნილი ძეგლების ინვენტარიზაცია - პასპორტიზაციია. ექსპედიცია დაკომპლექტდება აკადემიისა და ილიას მუზეუმების თანამშრომლების, აკადემიის არქიტექტურისა და რესტავრაციის სტუდენტებისაგან; 3. სამხატვრო აკადემიისა და ყვარლელი მხატვრების ერთობლივი გამოფენები ყვარელსა და თბილისში.

68. 19 მაისს გალერეა SIKL-ში გაიხსნა სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის II კურსის სტუდენტის ნინო მიქაბერიძის პერსონალური გამოფენა ,,კორიდა,,

69. 21 მაისს ტარდება აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“ - 17 მაისს, ამ სლოგანით სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან ერთად იუსტიციის სამინისტროსთან მდებარე ხიდი მოხატეს და გამვლელებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდეს. სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ თბილისის არაერთი უბანი მოიხატება.

70. 25 მაისს რადიო თავსუფლების ჟურნალისტი, ფოტოგრაფი დათო ქორიძემ
ჩაატარა სემინარი თემაზე: თანამედროვე ტექნოლოგიები ფოტოგრაფიაში.
71. 25 მაისს ტექნოპარკში გაიმართა არქიტექტურული ფორუმის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში „ინოვაციები არქიტექტურაში 2016“ ვორქშოფის დაჯილდოების ცერემონია. ვორქშოფში სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ:
მე-4 კურისის ბაკალავრები: ბექა გიორგაძე, სალომე ყორღანაშვილი, დავით ენუქიძე, თორნიკე ტატიშვილი, სანდრო დათიშვილი, ერეკლე სოსელია, ავთანდილ ქარჩხაძე - ინსტალაცია „ რიზომა“
მე-4 კურისის ბაკალავრები: ვაჟა ჭოხური, სანდრო ზვიადაური (მაგისტრი), სუხა ზვიადაური, ბაქარ ბალიაშვილი, თეა ქობესაშვილი, ალექსი კენჭიაშვილი (კურსდამთავრებული, ბაკალავრი), მერაბ მებუკე (სტუ არქ. ფაკ. სტუდენტი) გიორგი სიხარულიძე (მოწვეული ინჟინერი) - ინსტალაცია „ეკო ღრუბელი“
პირველი ადგილი მიიღო- ინსტალაციამ - „# დაინახე“
მაგისტრანტები: ნანა ბაღათურია, მარიამ ქავთარაძე, ელენე რატიშვილი (კურსდამთავრებული, ბაკალავრი), ლევან მამსიკაშვილი (კურსდამთავრებული, ბაკალავრი), საბა მეზვრიშვილი (მოწვეული ინჟინერი), ბექა ცხოვრებაშვილი (მოწვეული ინჟინერი)

72. 26 მაისი, თსს აკადემიის სტუდენტებმა და პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

73. 28 მაისს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საქართველოში თურქმენეთის საელჩოს ინიციატივით, ჩატარდა საბავშვო გამოფენა, რომელიც წელს მიეძღვნა საქართველოსა და თურქმენეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს.
სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელებმა შეაფასეს ბავშვთა ნამუშევრები და გამოავლინეს გამარჯვებულები.
გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოება
74. 30 მაისი - 4 ივნისი, „ერაზმუს +“-ის ფარგლებში ესტონეთის ხელოვნების აკადემიასა (Estonian Academy of Arts) და თსს აკადემიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 5 დღიანი მობილობით ესტონეთში გაემგზავრნენ რექტორი, პროფესორი გ. გუგუშვილი და არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი ლაშა ჩლაიძე. მათ ჩაატარეს მასტერკლასები და დაესწრნენ დიპლომების დაცვას.

75. 31 მაისს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ჩაატარა სემინარი : წიგნის დიზაინი
და სარეკლამო დიზაინი.
76. 2016 წელი შექსპირისა და რუსთაველის საიუბილეო წელია. 31 მაისს პროექტ "შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში" -ს კონკურსის პრეზენტაცია სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისათვის ჩაატარა ბრიტანეთის საბჭომ.

ივნისი 2016
77. 4 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩატარდა ღია არქიტექტურული სტუდენტური ყოველწლიური კლაუზურა-კონკურსი თემაზე "თბილისური სახლი".
კონკურსში მონაწილეობდნენ სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები. კონკურსში მონაწილეობა მიიღო -32 კონკურსანტმა (თსსა-17 სტ.; სტუ- 15 სტ.);
გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებით (I პრემია- 200 ლარი; II პრემია- 150 ლარი; III პრემია- 100 ლარი). ასევე წამახალისებელი პრემიებით.
78. 7 ივნისს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გამართა პროექტის პრეზენტაცია სტუდენტებთან.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურსი „თბილისი“, რომლის მიზანი ერთ სახელოვნებო დისკუსში ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენლის გაერთიანებაა.

79. 9 ივნისს, თსს აკადემიის პირველი სართულის საგამოფენო სივრცეში ჩატარდა სახვითი ხელოვნების სტუდენტების მარიამ შაქარაშვილის, ბექა საყვარელიძის და ჯულია სანიკიძის გამოფენა-აქცია სახელწოდებით „Curriculum Vitae”.
80. 12 ივნისი, სოციალური პროექტი "მე ვხედავ თითებით" . გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრები მცირემხედველებისთვისაა შექმნილი. მათი აღქმა კი კომპლექსურად ხდება პერსონაჟების მოძრაობით, ხმებით, შეხებით, ფიზიკური ჩართულობით, თამაშითა და თეატრალური ეფექტებით. ასევე წარმოდგენილი იყო გიორგი და დავით ჯანიაშვილების ინსტალაცია "მსხვერპლშეწირვა-სტატიკური დრამა". პროექტში მონაწილეობა მიიღო 15 მა სტუდენტმა და 10 მა პროფესორმა. პროექტის ავტორი: ქეთევან მატაბელი.

81. 13-18 ივნისს ანესის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მომავალი
პროექტების „ pitching“ ი სადაც მონაწილეობას მიიღო მედიახელოვნების
ფაკულტეტის სტუდენტმა სანდრო ქათამაძემ. http://www.annecy.org/
http://www.annecy.org/mifa/mifa-pitches/projects-pitched/2016-projects:pam
82. 23-24 ივნისი, თსს აკადემიაში ჩატარდა რესტავრაცის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ძველი, ახალი და თანამედროვე ხელოვნება, რესტავრაცია/კონსერვაცია, ხელოვნების მენეჯმენტი და კულტუროლოგია.
მოხსენებები დაიბეჭდება ჟურნალში ACADEMIA.

83. 2016 წლის 27 ივნისი ამერიკელმა არტისტმა დევიდ მაკმა, ნიუ იორკ თაიმსის ყველაზე გაყიდვადი გრაფიკული ნოველის, კაბუკის ავტორმა.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩაატარა უორქშოფი თემაზე: " როგორ შევქმნათ კომიქსები"
84. 27 ივნისი, ევროპის სახლში გაიმართა გამოფენა,სახელწოდებით „ გამოღვიძებული ხელოვანი”, სადაც მონაწილეობა მიიღო თსს აკადემიის შემოქმედებითმა ჯგუფმა: სახვითი ფაკულტეტის ფერწერის მიმარულების მაგისტრანტებმა, პედაგოგები-მხატვრებმა, კურატორმა. გამოფენაში მონაწილეობდნენ : თინათინ ცხადაძე, თამარ მინაშვილი,ნიკო ცეცხლაძე ალექსანდრე ვარვარიძე, შორენა ტატურაშვილი, ბექა საყვარელიძე, ბექა ბუჩაშვილი, მარიამ აქუბარდია, მარიამ შაქარიშვილი, ნუცა ესებუა, ჯულია სანიკიძე, ნანა ნოზაძე, მარიამ რამიშვილი, მარიამ რუხაძე, გულო რამიშვილი, გიორგი შალიკაშვილი, ნათია კიკნაძე, ავთო გახოკიძე, მაიკო მაყიშვილი.
კურატორი: ნინო გუჯაბიძე

85. 28-29 ივნისი - აკადემიის ისტორიული სარკეებიანი დარბაზების ფოტოების გადაღების და გამოქვეყნების მიზნით, თსს აკადემიას ეწვია დოლჩე-გაბანას ჟურნალის "Cabana magazine"-ის ფოტოგრაფი.

86. პოლონეთის ქალაქ ტორუნში, კოპენიკის სახელოვნებო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის იუბილეს აღსანიშნავად ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო ბიენალე ხატვაში, სადაც მონაწილეობა მიიღო თსს აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ხატვრის მიმართულების სტუდენტებმა. ორგანიზატორების სრული დაფინანსებით ბიენალეს გახსნაზე მიწვეულ იქნა მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი მარიამ ქავთარაძე .

87. 20 ივნისი - 2 ივლისი, კლაუსს ჰიპის მოწვევით თსს აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის თეატრის მხატვრობის მიმართულებასთან არსებული კლაუს ჰიპის სახელობის თოჯინების თეატრის ყოველწლიური გასტროლები გერმანიის ქალაქებში. თსს აკადემიიდან გაემგზავრა 20 სტუდენტი და 4 პედაგოგი.
88. 1-3 ივლისი. საქველმოქმედო გამოფენა - "სამხატვრო აკადემიის სტუდენტები სიცოცხლისათვის"

გამოფენა განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის საინიციატივო პროექტის „მხატვრები - სიცოცხლისთვის“ ფარგლებში.
89. 2 ივლისს, ვერის ბაღში გამართულ ზრდასრულთა განათლების ფესტივალზე, თსს აკადემიის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ მოეწყო თიხით ძერწვის მასტერკლასი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო და შეექმნა საკუთარი ნამუშევარი.
ცენტრის მიერ ასევე გაიმართა კურსდამთავრებულების ნამუშევრევრების გამოფენა.
ფესტივალის მიზანია ზრდასრულთა განათლების იდეის პოპულარიზაცია.
90. 22 ივლისი, სამხატვრო აკადემიის ყიფშიძის კორპუსში (ყიფშიძის 34) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნილი კიდევ ერთი ფაბ-ლაბი (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია) გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე,თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
სამხატვრო აკადემიის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ასევე ფაბლაბში იქნება co-working space-საერთო სამუშაო სივრცე. ლაბორატორია ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას მისცემს. ლაბორატორიის ბაზაზე სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება იქნება შესაძლებელი.
ფაბ ლაბით სარგებლობა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გარდა, ნებისმიერ მსურველებს შეუძლიათ.
91. აგვისტო. ვორქშოფი ციფრული გრაფიკა, საგამომცემლო საქმე,
საინფორმაციო სტენსილი. აუდიტორია 402. ხელმძღვანელი პროფ.

რუსუდან ერისთავი


   
   
   
 
   
 

გვერდის დახურვა