სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!



ცხადდება თსსა არქიტექტურის და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია წარმოებს ა.წ.27 აპრილიდან 25 მაისამდე თსსა ხარისხის მართვის სამსახურში, პასუხისმგებელი პირი
მარი ბერძენიშვილი.
 


რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების ნუსხა:


1. ორი ფერადი ფოტოსურათი - ¾
 

2. საბანკო ქვითარი საერთო სამაგისტრო გამოცდებში მოანაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ. საფასური შეადგენს 50 ლარს. გადახდა წარმოებს შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
სს ”ბაზისბანკი” ბანკის კოდი: 220101956 ანგარიში: 133531
მიმღები: გამოცდების ეროვნული ცენტრი ს/კ: 202198727

სსიპ ”გამოცდების ეროვნული ცენტრი” ს/კ: 202198727
”სახალხო ბანკის” ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი:220101480

 

3. პირადობის მოწმობის/ პასპორტის ასლი მისივე დედნის წარდგენით
 

4. უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი დედანთან ერთად, ან ცნობა, რომ პირი უმაღლესი სასწავლებლის დამასრულებელ კურსზე სწავლობს
 

5. ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ
 

6. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში განათლების აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაცემული ფორმალური ცნობის (აღიარების) დოკუმენტი
 

7. ნოტარიალურად დამოწმებული ქართული თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი

დიზაინი: 
©2007 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია