7 დეკემბერს აკადემიის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა საკონკურსო ნამუშევრების
გამოფენა თემაზე ”გენდერული თანასწორობა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ”.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს
უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის
სტუდენტებმა.
გამოფენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარეობდა. გამოფენის
გახსნის დღეს ხელი მოეწერა დეკლარაციას ”ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ”.
16 დეკემბერს გამოფენამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა, სადაც გაეროს
წარმომადგენლებისაგან შემდგარმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ პოსტერის ნომინაციაში სამივე გამარჯვებული სამხატვრო
აკადემიის სტუდენტია — გრაფიკის მიმართულება, პროფ. თამაზ ვარვარიძის სახელოსნო.
კონკურსში გაიმარჯვეს:
პოსტერი: ირაკლი გაბეცაძე — I ადგილი; ნესტან
მამაცაშვილი II —ადგილი; ლიზა
ჭეიშვილი — III ადგილი.
ფოტო: მარიტა მერკვილაძე — I ადგილი; ლევან ტყემალაძე — II ადგილი; გურამ
ბარათაშვილი — III ადგილი





ირაკლი გაბეცაძე

ნესტან მამაცაშვილი

ლიზა ჭეიშვილი

მარიტა მერკვილაძე

ლევან ტყემალაძე

გურამ ბარათაშვილი





