HOPE BOX აკადემიაში

 

 

3 ნოემბერს თბილისშიც დასრულდა საღამოს პროექტი, რომელმაც მსოფლიოს ლამის ყველა ქვეყანა მოიარა. HOPE BOX — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში საქართველოსაც გამოეთხოვა.
აღნიშნული საერთაშორისო პროექტია თბილისში “თბილისობის” დღესასწაულზე, გალერეა “ლაინში” დაიწყო.
პროექტის არსი სხვადასხვა ეროვნების მხატვრების ერთ პროექტში, მეტიც, ერთ სასურათო სიბრტყეზე გაერთიანებაში მდგომარეობს. აკადემიის გალერეაში ოცამდე დიდი კოლაჟი გამოიფინა. ამ ნამუშევრებს კი არა ერთი ავტორი, არამედ ათი და მეტი ავტორის აწერდა ხელს.
გალერეა “ლაინის”, ანუ პროექტის პირველი მასპინძლის, დირექტორი, ქალბატონი ქეთევან პაიჭაძე აღნიშნავს, რომ ეს პროექტი გულისხმობს მსოფლიოში მშვიდობის, მეგობრობის და ხელოვნების ზეიმს, გამოფენების და სანახაობრივი ხელოვნების ღონისძიებების სახით.
HOPE BOX -ი მხატვარ რიენკე ენგჰარდტის მიერ შექმნილი პროექტების ერთობლიობაც არის. HOPE BOX -ის მიზანია ერთობლივი მუშაობით შექმნას ხელოვნება საზღვრების გარეშე, რომელიც ასახავს რეალობის მრავალფეროვნებას. 1991 წლიდან 36 ქვეყნის 150 ხელოვანზე მეტმა მიიღო მასში მონაწილეობა.
პროექტმა უკვე მოიარა პეკინი, ჰონგ კონგი, ბანგკოკი, ჰანოი, ჰოშიმინი, რანგუნი, კუალა ლუმპური, სინგაპური, ჯაკარტა, ამსტერდამი, ჰააგა, ნიუ იორკი, ჩიკაგო, ბრისბენი, სიდნეი, პრიშტინა, პეჟა, იოჰანესბურგი, დანდინი, პარიზი, შონგკინგი, ბელგრადი, დოუალა, ხან იუნისი, ღაზა, ბეთლემი და ა.შ


http://24saati.ge/index.php/category/culture/art/2009-11-04/1083.html  

 

დიზაინი: 
©2007 თსსა