თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და IC GROUP-ის ერთობლივი აქცია: „ჩვენ ვაზღვევთ თქვენს წარმატებას“
2009 წლის 3 დეკემბერს, სამხატვრო აკადემიაში გაიმართა თსსა-სა და სადაზღვევო კომპანია IC GROUP-ის ერთობლივი აქცია, რომლის ფარგლებშიც სამხატვრო აკადემიის ყველა პირველკურსელს გადაეცა ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათები. აღნიშნული ღონისძიება სიახლეს წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში. IC GROUP-ის წარმომადგენელმა ისაუბრა ჯანმრთელობის დაზღვევის უპირატესობების შესახებ. სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ბატონმა გიორგი ბუღაძემ აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ჩუქნის თავის სტუდენტებს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებს. მომავალში დაგეგმილია სამხატვრო აკადემიის ყველა სტუდენტის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისებით.