2-7 ოქტომბერს, თბილისის სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში მოეწყო
ოცი ლიტველი მხატვრის, გაერთიანება “უჟუპისის” წარმომადგენლების ნამუშევრების
გამოფენა. ეს იყო პირველი გამოფენა ქართულ-ლიტვური ერთობლივი მხატვრული
პროექტის ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და
კულტურის ხელშეწყობისა და განვითარბის ფონდის თაოსნობით.