26 ოქტომბერს თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში სამხატვრო აკადემიის ისტორიული
შენობის გადარჩენა-რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გიგო
გაბაშვილი, მოსე თოიძე, კორნელი სანაძე, ელენე ახვლედიანი და ა.შ. ექსპოზიციას
ახლდა ფოტოსერიაც, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ნაგებობის ისტორიასა
და დღევანდელობას აღწერდა. ნაგებობა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი თვალსაჩინო
არქიტექტურული ძეგლია და უნიკალური თავისი ყაჯარული დარბაზებით სასწრაფო
რეაბილიტაციას საჭიროებს...
შენობა რომელიც 1856 წელს არქიტექტორ ივანოვმა დააპროექტა, სამხატვრო აკადემიად
1922 წლიდან იქცა. ნაგებობა წარსულში დიდებულ არშაკუნის სახლი გახლდათ, უფრო
სწორად, სასახლე. ინტერიერების დეკორატიული გაფორმება შესრულებულია თბილისში
მომუშავე ირანელი ოსტატების მიერ. ამავე შენობების კომპლექსში ადრე
განთავსებული იყო აკადემიის პროფესორის, მხატვარ ჰ.ჰრინევსკის მეუღლის
მ.პერინის საბალეტო სტუდია და მხატვრის სახელოსნო (1937 წლამდე); აკადემიის
პროფესორის, გიორგი (გიგო) გაბაშვილის სახელოსნო; აგრეთვე ქობულაშვილების და
სხვათა საცხოვრებელი ბინები.
შენობას რესტავრაცია ერთხელ
— 1972 წელს ჩაუტარდა. სხვათაშორის, უკვე მაშინ
აკადემიის პედაგოგებისა და სტუდენტების მონაწილეობით. ამავე წელს აიგო
აკადემიის ახალი, ათსართულიანი კორპუსი (არქიტექტორი ლ. სუმბაძე, კონსტრუქტორი
დ. ქაჯაია).რადგან სამხატვრო აკადემიის ახალი კორპუსი ვახსენე, რომელიც ძველის,
ანუ ისტორიული ნაგებობის ეზოში დგას, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ 2005-2006 წელს
მისი სრული რესტავრაცია "ქართუ" ჯგუფმა განახორციელა.
http://24saati.ge/index.php/category/culture/art/2009-10-27/862.html






