12 იანვარს, სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ საგამოფენო სივრცეში "აკადემია ჰოლი"
სამხატვრო აკადემიასთან არსებულმა კამერულმა ორკესტრმა (ალ. ხაინდრავას
ხელმძღვანელობით) მინი კონცერტი გამართა.
კონცერტი გაიმართა აკადემიისა და რადიო "მუზას" ერთობლივი პროექტის
აღსანიშნავად.
პროექტი წარმოადგენს აღნიშნული კამერული ორკესტრის პირველი მუსიკალურ დისკს.
ალბომში შესულია ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები.
რადიო "მუზამ" სამხატვრო აკადემიის კამერული ორკესტრის კონცერტის დისკი და გია
ბუღაძის მიერ ილუსტრირებული და რადიოს მიერ გამცემული პლაკატი გააერთიანა.
პლაკატი დისკით უსასყიდლოდ ვრცელდება.
http://24saati.ge/index.php/category/culture/music/2010-01-14/2696.html