2009 წლის 1, 2 და 3 დეკემბერს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტმა
მოაწყო ფოტოტური, რომელშიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად
მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების
ფაკულტეტის სტუდენტებმა: სალომე ნარსიამ, ანა კალანდარიშვილმა, კოტე
მინდიაშვილმა, პაპუნა ჟამიერაშვილმა, გალაქტიონ ერისთავმა.
სტუდენტებმა იმუშავეს იმერეთის რეგიონში, გადაიღეს ფოტოები, ხოლო თბილისში
დაბრუნების შემდეგ, 9 დეკემბერს მოეწყო გამოფენა-კონკურსი.
კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი
—
სალომე ნარსია, ხოლო მესამე ადგილზე —
ასევე თსსა-ის სტუდენტი კოტე მინდიაშვილი.
სალომე ნარსია
კოტე მინდიაშვილი
ანა
კალანდარიშვილი

გალაქტიონ ერისთავი

პაპუნა ჟამიერაშვილი
