ეროვნული ტურნირი თბილისში

 

 

ვინ გაემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე?


15 მარტს ვერის პარკში ჩატარდა “რედბულის” მიერ ორგანიზებული კონკურსი “ქაღალდის ფრთები”. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თბილისის შვიდი უმაღლეს სასწავლებელის სტუდენტებმა. სამხატვრო აკადემიიდან მონაწილეობდა 10 სტუდენტი.
შეჯიბრი 3 ნომინაციაში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ქაღალდის თვითმფრინავების გაშვებაში გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, დავით დიდიშვილმა.
კონკურსს სულ სამი გამარჯვებული ჰყავს. ისინი სულ მალე გაემგზავრებიან მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება ავსტრიაში, 2009 წლის 1/2 მაისს. სტუდენტების ჩემპიონატზე გამგზავრებას “რედბულის” მხარაჭერით უზრუნველყოფს ქართული ავიაკომპანია “აირზენა”.
სამწუხაროდ აკადემიის სტუდენტებმა ვერ გაიმარჯვეს და წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში სამხატვრო აკადემიის სტუდენტები უფრო მომზადებულები შეხდებიან ამ მხიარულ შეჯიბრებას.

P.S. მაისის დასაწყისში ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გაიმართა RED BULL-ის ქაღალდის ფრთების მსოფლიო ფინალი, სადაც გამოვლინდნენ მსოფლიოში საუკეთესი მფრინავები ქაღალდის თვითმფრინავების გაშვებაში. ორდღიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ სამ სხვადასხვა კატეგორიაში — დისტანციური ფრენა, ხანგრძლივი ფრენა და აერობატიკა, ბრაზილიის, იაპონიისა და ხორვატიის წარმომადგენლებმა მიაღწიეს გამარჯვებას.
სულ ქაღალდის ავიაციის ყველზე მასშტაბურ ტურნირში მონაწილეობა მიიღო 253 სტუდენტმა 83 ქვეყნიდან, ისინი შესაძლებლობის ზღვარს სცდებოდნენ A4 ფორმატის ფურცლის დახმარებით. საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდნენ: კატეგორიაში ხანგრძლივი ფრენა“ დავით დიდიშვილი (თსუ), „დისტანციური ფრენა — ნიკოლოზ ელაშვილი (თეატრალური უნივერსიტეტი), აერობატიკა“ მიხეილ ბერძენიშვილი (სამედიცინო უნივერსიტეტი).

დიზაინი: 
©2007 თსსაა