მედიცინის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით 2008 წლის 23 დეკემბერს, თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სარკეებიან დარბაზში, მოეწყო ქართულ-გერმანული
სამედიცინო ცენტრის „თერაპიის სახლის“ პრეზენტაცია.
თერაპიის სახლის ერთ-ერთი მიმართულება არის არტ-თერაპიით მკურნალობა, სადაც
ხდება პაციენტის მკურნალობა ფერებთან ურთიერთობით.
ამ სამსახურის გამართვაში აქტიურად მონაწილეობენ და თანამშრომლობენ, როგორც
ქართველი ისე უცხოელი პროფესიონალები. მუდმივად ხდება კვალიფიკაციის ამაღლებაზე
ზრუნვა.
ამ ცენტრის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
სამედიცინო მომსახურების დანერგვა.



