“აგვისტოს შეკითხვები”

 

 

2009 წლის 17 მარტს გალერეაში “არსი” გაიხსნა სამხატვრო აკადემიის რექტორის, ბატონ გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა – "აგვისტოს შეკითხვები".

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აგვისტოს ომის შემდგომ ავტორის მიერ შექმნილი 100-მდე ნამუშევარი. ნამუშევრების უმეტესობა შესრულებული იყო შერეული ტექნიკით – გამოყენებული იყო როგორც ტრადიციული, ასევე ციფრული საშუალებები და პრინტი.

გამოფენაზე ავტორი უსვამს კითხვებს რუსეთს – რატომ ანგრევ ჩემ სამშობლოს? რატომ კლავ ქართველებს? რატომ წვავ ჩვენ სახლებს? და ა.შ. – სულ 21 კითხვა.
ეს კითხვები ლეიტმოტივად გასდევს მთელ გამოფენას და წარმოადგენს მის კონცეფციას.

ასევე გამოფენის გახსნაზე ავტორმა ჩაატარა პერფომანსი, რითაც მოწვეულ სტუმრებს კიდევ ერთხელ წარმოუდგინა თავის ხედვა ქართული კულტურის მარადიულობის თაობაზე ქართულ-რუსული ომის კონტექსტში.

გამოფენა მთლიანად გამსჭვალული იყო გულისტკივილით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტრაგიკული რეალობის გამო და ამავე დროს მომავლის რწმენით და ოპტიმიზმით.

გამოფენა მუსიკალურად გაფორმებული იყო გია ბუღაძის მიერ სინთეზატორზე აწყობილი საავტორო კოლაჟით, რომელიც დაგვირგვინდა გუსტავ მალერის ნაწარმოებით.

 


დიზაინი: 
©2007 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია