„სტუდენტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
მშვიდობიანი აღდგენისათვის“
2008 წლის 2 დეკემბერს 15 საათზე აკადემიის ეზოში ჩატარდა აქცია. აქციაში
მონაწილე სტუდენტებმა საჯაროდ წაიკითხეს და ხელი მოაწერეს დეკლარაციას.
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
ჩვენ, საქართველოს სტუდენტები, ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას, რომელიც
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა 2008 წლის აგვისტოში.
ჩვენ ვგმობთ საქართველოს ისტორიული კუთხეების (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი)
რუსეთის მიერ ცალმხრივ აღიარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რამაც კითხვის
ქვეშ დააყენა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით
აღდგენას.
ჩვენ მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ
უთანასწორო ბრძოლაში და ხმა აღიმაღლონ ახალგაზრდა და დემოკრატიული სახელმწიფოს
დასაცავად.
აქციის ინიციატორი იყო სამხატვრო აკადემიის სტუდმმართველობა.
2008 წლის 4 დეკემბერს აქციის ორგკომიტეტის წევრები მივიდნენ გაეროს
შტაბბინასთან და გაეროს წარმომადგენელს გადასცეს სტუდენტების მიერ ხელმოწერილი
დეკლარაცია.



