გრაფიკის მიმართულების სტუდენტთა გამოფენა  

 

 

გრაფიკის მიმართულების სტუდენტების წარმატება გერმანიაში და გამოფენა აკადემიაში

 

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის , ბატონ კლაუს ჰიპპის პროგრამის ფარგლებში, გრაფიკის მიმართულების სტუდენტები რეგულარულად მიემგზავრებიან გერმანიაში, სადაც გადიან სტაჟირებას.
2010 წლის 3 თებერვალს სამხატვრო აკადემიის ერთ ერთ საგამოფენო დარბაზში “აკადემია HALL”-ში გაიხსნა გერმანიაში, სტაჟირების დროს შესრულებული ლითოგრაფიების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2009 წელს, მიუნხენში ჩატარებული კონკურსის “ოქროს კენტავრის” გრანპრის მფლობელის ნინო ინჯიას და ამავე კონკურსის პრიზიორების, მარიამ გუგუშვილის და თამარ ნადარეიშვილის ნამუშევრები.
გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ აკადემიის რექტორი, ბატონი გია ბუღაძე, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ბატონი თამაზ ვარვარიძე და აკადემიის საპატიო პროფესორი – ბატონი კლაუს ჰიპპი.
 

http://24saati.ge/index.php/category/culture/art/2010-02-04/3259 


დიზაინი: 
©2007 თსსა