საერთაშორისო კონფერენცია ფლორენციაში

 

 

დელ ბიანკოს საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით ფლორენციაში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ვორკშოპები. კონფერენციაზე წარმოდგენილები არიან უმაღლესი შემოქმედებითი სასწავლებლები.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას წარმოადგენს აკადემიის რექტორი გია ბუღაძე, მულტიმედიის ფაკულტეტის დეკანი ნანა იაშვილი და ამავე ფაკულტეტის 6 მაგისტრანტი.

კონფერენციაზე აკადემიას დაეთმობა საინფორმაციო დაფა, რომელზეც განთავსდება აკადემიის საინფორმაციო 6 პოსტერი. კონფერენციაზე მოხდება აკადემიის პრეზენტაცია და გამოიფინება სტუდენტების ნამუშევრები.
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიზაინი: 
©2007 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია