ქართველები ბრუნდებიან

 

 

2009 წლის 12 მარტს, TBC ბანკის სათაო ოფისის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გიორგი გუგუშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა “ქართველები ბრუნდებიან”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 29 ფერწერული ნამუშევარი.
გამოფენა ეხმიანებოდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომსა და გაერთიანებული იყო შემდეგი კონცეფციით.

ქართველები ბრუნდებიან
კ ო ნ ც ე ფ ც ი ა

• 200 წლიანი ტყვეობის შემდეგ ქართველები ბრუნდებიან თავისუფალი და დემოკრატიული მსოფლიოს პოლიტიკურ რუქაზე.
• ქართველები ბრუნდებიან თავის ისტორიულ კუთხეებში – აფხაზეთში და სამაჩაბლოში – ცხინვალის რეგიონში (ე. წ. სამხრეთ ოსეთი )
• ქართველები საბოლოოდ იმკვიდრებენ თავის ისტორიულ ადგილს მსოფლიო კულტურაში და ცივილიზაციაში

გაგვიცანით, ეს ჩვენ ვართ –
ჩ ვ ე ნ   ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი   ვ ა რ თ !

Georgians are Returning
(coming back )

• Two hundred years later Georgians are back to the sovereign and democratic political map of the world
• Georgians are returning to their historical parts/regions – in Abkhazia and Samachablo (so called South Osethia)
• Georgians finally inculate their historical place in world culture and civilization

Let's introduce, here we are –
We are Georgians!

 

როგორც ავტორმა აღნიშნა ჩვენთან საუბარში ექსპოზიციაში წარმოდგენილი არის პირობითად, როგორც ქართველები ასევე ისინი, ვინც აგვისტოს ომის დროს თავიანთ ენაზე (ლიტვურად, პოლონურად, უკრაინულად, ინგლისურად და ა.შ.) თქვეს – “ჩვენ ქართველები ვართ” და იმ ტრაგიკულ დღეებში ამით გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა

 


დიზაინი: 
©2007 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია