პროექტი "თავისუფალი სივრცე"

 

 

"თავისუფალ სივრცეში" ეკატერინე ქეცბაია წარმოადგენს...  



სამხატვრო აკადემიის პროექტის "თავისუფალი სივრცე" ფარგლებში გალერეაში "აკადემია +" გაიხსნა ეკატერინე ქეცბაიას პირველი პერსონალური გამოფენა

ეკატერინე ქეცბაიას გამოფენაზე წარმოდგენილია "ორნამენტი", ორნამენტი, რომელმაც ერთი შეხედვით თითქოს არსებობა შეწყვიტა, ან თუ არსებობს კიდეც მოძველებული და მანერულია. ეს ორნამენტები თანამედროვე და ცოცხალია. გარდა ამისა ეს ნამუშევრები ინტერიერის დიზაინის მხრივაც შეიძლება იყოს განხილული.


პატარა ზომის ქაღალდზე ტუშით შესრულებული, 150 სმ-ის სიმაღლეზე, ერთმანეთის მონაცვლეობით, გრძელ ფორმატზე მიკრული ორასამდე ნახატი გალერეას მთელ პერიმეტრზე მიუყვება და ერთ ნამუშევრად კრავს. ნახატები, რომლებიც სივრცეში განთვსებამდე დამოუკიდებლად არსებობდნენ, იკარგებიან იმ რიტმში, რომელსაც განსხვავებული ნახატების მონაცვლეობა და სივრცეში მათი განლაგება ქმნის. თითოეული ნახატი "ორნამენტული არშიის", "ორნამენტული არშია" კი — ინტერიერის ნაწილი ხდება, რომელიც თავადაც ობიექტია.


გამოფენის კურატორია ნატა ვაწაძე. გამოფენა 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.  

დიზაინი: 
©2007 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია