1. |
  2. სიახლის დიზაინი

ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეების კონკურსი

სამხატვრო აკადემიამ, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები, კონკურსის წესით გამოავლინა.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, პროექტის ფარგლებში – “ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი”, ლევილის შემოქმედებით რეზიდენციაში მონაწილე ახალგაზრდა მოქანდაკეები კონკურსის წესით გამოავლინა. ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2024 წლის 5-25 მაისს, ლევილის ქართველთა მამულში (საფრანგეთი) ჩატარდება. ქანდაკების მიმართულების სტუდენტების ნამუშევრები (მასალა – მეტალი, თემა «თავისუფლება»), ლევილის მამულში შემოქმედებითი რეზიდენციის ფარგლებში შეიქმნება და მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება.
მნიშვნელოვანია, რომ ლევილის შემოქმედებითი რეზიდენცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციაა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კი ამ რეზიდენციის პირველი მონაწილეები იქნებიან.
კონკურსში მონაწილეობდა 16 სტუდენტი, რომელთა ნამუშევრები, სამხატვრო აკადემიის სპეციალურმა კომისიამ განიხილა და 7 საუკეთესო ესკიზი გამოავლინა. გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ ლევილის ქართველთა მამულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხატვრო აკადემიისთვის ამ მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა უპრეცედენტოა და საზოგადოებას გამარჯვებული სტუდენტები წარუდგინა.
ახალგაზრდა მოქანდაკეებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სიმპოზიუმი საფრანგეთში გაიმართება, რადგან გასული საუკუნის დასაწყისში, ქანდაკების ხელოვნების პროფესიული სწავლების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, სწორედ საფრანგეთიდან შემოვიდა. სიმბოლურია ისიც, რომ თავისუფლების თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ლევილის მამულში გაიმართება.
ვულოცავთ ახალგაზრდა მოქანდაკეებს – ბარბარა ავაზაშვილს, თამარ თოიძეს, ლაზარე ნოზაძეს, ბექა ჩხაიძეს, გიორგი ჯარიაშვილს, იასონ ჯანხოთელსა და ივერი აბესაძეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას

23 აპრილი, 2024
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიმართა სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები, საკონკურსო შემოთავაზებები და სტაჟირების სამომავლო გეგმა

Soso Koiava 2024

სოსო ქოიავა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 1992- 2003 წლებში, პროფესორი- ახალი ნამუშევრების გამოფენა, და კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს სოსო ქოიავას შემოქმედებას, ბიოგრაფიას, 1992-2003 წლების აკადემიის ისტორიას, ინტერვიუებს, ა.შ.

გახსნა – 24.04.2024 15.00 სთ
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სარკეებიანი დარბაზი

17-18 აპრილი
დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის ფარგლებში, კასტამონუს უნივერსიტეტიდან (თურქეთი), პროფესორმა ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუმ ჩაატარა ვორქშოფი „რესტავრაციის ტექნიკები“

16 აპრილი
დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის ფარგლებში, ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან პროფესორმა ბოჟიდარ ბონჩევმა ჩაატარა პრეზენტაცია „ისტორია, განვითარება, მომავალი“

16 აპრილი
დიზაინის ფაკულტეტის მხატვრული კერამიკის მიმართულებზე, ერასმუსის ფარგლებში, კასტამონუს უნივერსიტეტიდან (თურქეთი), პროფესორმა ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუ ჩაატარა პრეზენტაცია “კავშირი კერამიკულ მასალასა და ხმას შორის” „კერამიკის რესტავრაცია და კონსერვაცია“.
კასტამონუს უნივერსიტეტი თსსა ახალი პარტნიორია, სადაც უკვე განხორციელდა მხატვრული კერამიკის მიმართულებიდან სტუდენტის მობილობა